რა არის ფეხბურთი
ზღვისპირეთიდან ფეხბურთი სწრაფად გავრცელდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და მალე მისი განვითარების ცენტრად თბილისი იქცა. 1906 წელს სწორედ დედაქალაქში ჩამოყალიბდა “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი. ამ საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, “კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან “კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.
1924 წლისთვის საქართველოში უკვე 120 გუნდი იყო, თუმცა უმრავლესობას სავარჯიშოდ მუდმივი ადგილი არ ჰქონდა და არც მწვრთნელი ჰყავდა. 1925 წელს გაიმართა საქართველოს პირველი ჩემპიონატი 6 გუნდის მონაწილეობით. ფინალში თბილისის ნაკრებმა აფხაზეთის ნაკრებს 3:1 მოუგო. იმავე წლის ნოემბერში შეიქმნა თბილისის “დინამო”, რომელიც 1936-89 წლებში ფაქტობრივად საქართველოს ნაკრებს წარმოადგენდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. პირველი მატჩი სსრკ უმაღლეს ლიგაში “დინამომ” 1936 წლის 7 სექტემბერს გამართა თბილისში კიევის “დინამოსთან” (2:2). იმ პირველ სეზონში ქართულმა გუნდმა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები მოიპოვა და თასის გათამაშების ფინალშიც გავიდა. ქართველ ფეხბურთელთა პირველმა თაობებმა ვერ შეძლეს საკავშირო ჩემპიონატში გამარჯვება და თასის მოგება, თუმცა “დინამო” ყოველთვის ითვლებოდა სსრკ ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ და თვითმყოფად გუნდად.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაფუძნდა 1990 წლის 15 თებერვალს. 1992 წლის 25 თებერვლიდან ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIFA) დროებითი წევრია, იმავე წლის 3 ივლისიდან – მუდმივი წევრი, 1993 წლის 17 ივნისიდან – ფეხბურთის ასოციაციების ევროპის კავშირის (UEFA) მუდმივი წევრი. პრეზიდენტები: ნოდარ ახალკაცი (1990-98), მერაბ ჟორდანია (1998-2005), ნოდარ ახალკაცი-უმცროსი (2005 წლიდან).
მსოფლიოს ფეხბურთი ჩემპიონტი ფიფას მხრიდან ყოველ 4 წელსში ერთხელ ტარდება. პირველად 1930 წელს ურიგვაიში ჩატარდა და ჩემპიონი ურუგვაი გახდა. ბრაზილია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. ღონისძიებისთვის რეკორდული თანხა, 16 მილიარდი დოლარი დაიხარჯა, უსაფრთხოების დასაცავად მობილიზებული 147 000 პოლიციელი.მსოფლიოს სპორტის ისტორიაში ყველაზე კონტროვერსიალურ ტურნირი სოციალური პროტესტის ფონზე, იტაკერაოს სტადიონზე გაიხსნება ხორვატიასა და მასპინძელ ქვეყანას შორის მატჩით.
ევროპის საფეხურთო ჩემპიონატი
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ორგანიზაცია შექმნილია უეფა მხრიდან. ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი იყო პირველი იყო ევროპის ჩემპიონატებს შორის, რომლის ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების რაოდენობა 24 იყო. 1996-2016 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებზე 16 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ ეტაპზე შეიქმნა ექვსი ოთხგუნდიანი ჯგუფი, ხოლო პლეი-ოფი მერვედფინალებიდან დაიწყო.
უეფა
ევროპის საფეხბურთო ფედერაციების გაერთიანებული ორგანიზაცია არის უეფა. მისი ცენტრი შვეცარიაში მდებარეობს. ყოველწლიური საფეხბურთო ტურნირი, რომელიც ტარდება უეფა-ს მიერ ევროპული საფეხბურთო კლუბების მონაწილეობით 1971 წლიდან. უეფა-ს ევროპის ლიგა ჩემპიონთა ლიგის შემდეგ რანგით ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია ევროპაში. კლუბების კვალიფიკაცია უეფა-ს ევროპის ლიგაზე დამოკიდებულია მათ შედეგებზე ეროვნული ლიგებისა და ადგილობრივი თასების შეჯიბრებებში. ტურნირის გამარჯვებული ავტომატურად გადის კვალიფიკაციას მომდევნო სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
Bu yorum yazar tarafından silindi.
YanıtlaSilძალიან მომწონს ფეხბურთის შესახებ ძალინ კარგი იმპორმაცია არის
YanıtlaSilძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციები შეიცავს. მომეწონა.
YanıtlaSilროცა წავიკითხე აქ რა წერია ფეხბურთის შესახებ ბევრი ინფორმაცია მივიღე
YanıtlaSil